მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მომხმარებელთა მხრიდან გამოთქმულ არაერთ საჩივარზე რეაგირებისა და სამომავლოდ ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების მიერ მისაწოდებელი ინტერნეტის მინიმალური ერთეულის სიჩქარეზე ტარიფის ზედა ზღვრის დადგენის მიზნით, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პრობლემატიკის ანალიზისა და კვლევის ჩატარების შესახებ მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.