მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. .
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მუხრანის მოსახლეობა.
გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.