კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყაზბეგის მუნიცეპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
საზოგადოებრივმა დამცველმა შეკრებილ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე, უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და მათ პროვაიდერი კომპანიების უფლება-მოვალეობები და პრობლემების შემთხვევაში განცხადება/ საჩივრის შევსებისა და განხილვის წესები გააცნო.