მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს

ვის  მიმართოთ საჩივრით? 

მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჩივარი შეიძლება შეიტანოს: 

  • მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის საჩივრების განმხილველ სამსახურში
  • კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში
  • სასამართლოში

შენიშვნა:  საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის!

დაუშვებელია საჩივრის განხილვის  პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა!

 

საჩივრის ფორმა და შინაარსი: 

საჩივარი შეიძლება გადმოიგზავნოს ელექრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით.

საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: 

  • სამსახურის დასახელება, რომელშიც მომჩივანს შეაქვს საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისი ფაქტობრივი მისამართი;
  • მომსახურების მომწოდებელი კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.