სიახლეები

გვანცა ჩხეიძის შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მოსახლეობასთან 04.11.19

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. .შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მუხრანის მოსახლეობა.გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის მოსახლეობასთან. 04.11.19

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. .შეხვედრას ესწრებოდა სოფელ წეროვანის მოსახლეობა და აგრეთვე წეროვანის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები.გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია დასმულმა საკითხებმა, დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელზეც კომუნიკაციების ომბუდსმენმა ამომწურავად უპასაუხა და სოფელში არსებული მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა.

კომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 15.10.19

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყაზბეგის მუნიცეპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.საზოგადოებრივმა დამცველმა შეკრებილ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე, უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და მათ პროვაიდერი კომპანიების უფლება-მოვალეობები და პრობლემების შემთხვევაში განცხადება/ საჩივრის შევსებისა და განხილვის წესები გააცნო.