სიახლეები

გვანცა ჩხეიძის შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან 21.10.19

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 21ოქტომბერს  დუშეთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.  მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული  უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და  ვადები, 

მცხეთა-მთიანეთი 07.10.19

კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.შეხვედრას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს. შეხვედრების მიზანია სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ.

რუსთავი 18.09.2019