სამსახურის უფლებამოსილება და კომპეტენცია

უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

კომუნიკაციების სფეროში მომხმარებლის  ინტერესების დაცვას  კომუნიკაციების ომბუდსმენი ახორციელებს:

  • ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადება/საჩივრებზე რეაგირებით
  • სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირებით
  • საქართველოს კანონმდებლობის იმ პროექტების მომზადებაში მონაწილეობით, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე
  • საინფორმაციო საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:

  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვა
  • მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და განხილვა
  • შესაბამისი გარემოებების არსებობისას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისთვის მიმართვა   ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით
  • მომხმარებლებზე კომისიის სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგების შეფასება
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით მხარედ გამოსვლა
  • ინდივიდუალური მომხმარებელის წარმოადგენა მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში
  • მონაწილეობის მიღება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელიუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე