სასარგებლო ინფორმაცია

რას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური? 

  • საზოგადოებრივი დამცველის (ომბუდსმენი) სამსახური არის კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული ან შეზღუდული უფლებების აღდგენას.

 

რა შემთხვევაში მივმართო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს? 

  • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ, როცა თვლით, რომ რაიმე ფორმით ირღვევა ან იზღუდება თქვენი უფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“; აგრეთვე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით.
  • საზოგადოებრივი დამცველი თქვენს განცხადებებსა და საჩივარებს განიხილავს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, რომელთა თაობაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას განხილვისა და რეაგირების შესახებ.

 

როგორ დამეხმარება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი?

  • თუ თქვენი უფლებები დაირღვა საზოგადოებრივ დამცველს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია საჩივრის წარმდგენს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს საჩივრის განხილვის წესი და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი, მიუთითოს საჩივარში დაშვებული შეცდომების შესახებ;
  • დაუყოვნებლივ გამოითხოვოს დეტალური ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისაგან, რომლის მოქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თქვენი უფლებების დარღვევა;
  • მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქმის განხილვის ეტაპზე ჩაერთოს მხარედ მომხმარ ებლის ინტერესების დასაცავად
  • კომისიას მიმართოს და მოითხოვოს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა;
  • არაუგვიანეს ყოველი წლის მარტისა გაწეული საქმიანობის არგარიშს წარუდგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის საზოგდოებას

 

უფასოა თუ არა საზოგადოებრივი დამცველის მიერ გაწეული მომსახურება?

  • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

 როგორ შევიტანო განცხადება/საჩივარი?

  • განცხადება ან/და საჩივარი უნდა იყოს დაწერილი კომისიის თავმჯდომარის ან/და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სახელზე, გარკვევით, ქართულ ენაზე, უნდა მოიცავდეს ძირითადი საკითხის, გარემოებების აღწერას და განმცხადებლის ვინაობას, ზუსტ მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
  • განცხადება ან/და საჩივარი შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სატელეფონო შეტყობინებით ან მომხმარებელმა უშუალოდ მიიტანოს საზოგადოებრივი დამცველის ოფისში.

 

დაცული იქნება თუ არა ჩემი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები?

  • განმცხადებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშრებულ პროცესში გათვალისწინებულ იქნას მისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხი.
  • მომხმარებელთა მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის გაგზავნილი განცხადებების, საჩივრებისა და წერილების შინაარსი საჯაროა. თუმცა, საჯარო ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ან ანგარიშში საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზისას დაფარული იქნება მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი ცნობები თუკი მისგან მიღებული არ არის აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე თანხმობა.

 

როგორია საჩივრის განხილვის ვადები?

  • საზოგადოებრივი დამცველი თქვენი განცხადების ან/და საჩივრის განხილვისას დროში შეზღუდული არ არის. განცხადების განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე. ხშირად სხვა უწყებებისგან საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო, საჩივრის განხილვისთვის საჭირო დრო ხანგრძლივდება.

 სად უნდა მივმართო საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით?

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

ტელ: +995 32 2399505; +995 32 2311545;

ელ-ფოსტა: defender@gncc.ge

 

თუ გიჭედავს შეამოწმე:

https://sheamotsme.ge/

 

საქართველოს სახალხო დამცველი:

http://www.ombudsman.ge/

 

იურდიული დახმარების სამსახური:

http://www.legalaid.ge/ka

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი -სემეკი

http://pdci.ge/

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

https://personaldata.ge/ka