About the Author

admin

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში მოისმინა

მიმდინარე წლის 11 ივნისს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა,   თამთა ტეფნაძემ   საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

თამთა ტეფნაძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ და გააცნო ყველა ის პრობლემა, რაც ამ სფეროს მომხმარებლისთვის ყველაზე აქტუალურია.  დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკაზე და  რეაგირების შედეგებზე. მისი განცხადებით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდასთან ერთად იზრდება საჩივრების რაოდენობა . კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283 განაცხადს. 2017 წელს განხილული 283 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 271 საჩივარი (96%).  საერთო ჯამში განხილული საჩივრებიდან სრულად დაკმაყოფილდა 249, ხოლო 22 ნაწილობრივ.  დარღვევა არ დადასტურდა 12 საჩივარზე. დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს შემოსული 283 საჩივრიდან, მხოლოდ სამ შემთხვევაში გახდა საჭირო საკითხი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განეხილა.

თამთა ტეფნაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე, მომსახურების პირველადი მიწოდების დაყოვნება, სააბონენტო ნომრის გასხვისება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება, მომსახურების შეწყვეტის კანონიერება, ფასების ზრდა სხვადასხვა მომსახურებაზე და ა.შ.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, 2017 წელს განახორციელებულ ანალიტიკური სამუშაოების აღწერას, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით იქნა განხორცილებული, ესენია: დისტანციური გარიგების შესახებ ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში, ინტერნეტ მომსახურების ხარისხის კონტროლი, უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის, საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი და დამცველის რეკომენდაცია მობილურ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს და სხვ. თამთა ტეფნაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ მრავალ აქტივობაზე.

სხდომაზე, დეპუტატების მხრიდან, აქტიურად იქნა განხილული ანგარიშში გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემური საკითხი და საბოლოოდ კომიტეტემა  დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.

 

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა

მიმდინარე წლის 21-22 მაისს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა,   თამთა ტეფნაძემ   საქართველოს პარლამენტში იურდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2018  წლის 30 მარტს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“   სამსახურის 2017 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2018 წლის I კვარტლის საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა

2018 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 119  საჩივარი /პრეტენზია. აქედან  82  მომხმარებელს გაეწია კონსულტაცია. ხოლო 37 არის წერილობითი საჩივარი

 

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გილოცავთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს 1983 წლის 15 მარტიდან (World Consumer Rights Day

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა მაგთიკომს კორპორატიული აბონენტებისათვის გაუქმებული მეგაბაიტების თაობაზე მიმართა

2018 წლის 2 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „მაგთიკომს“  წერილობით მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კომპანიის მხრიდან მიმდინარე წლის 1 მარტს კორპორატიული აბონენტების მიერ შეძენილი და დაგროვილი ინტერნეტ მეგაბაიტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი დამცველის კომპანიისადმი მიმართვიდან  დადგინდება თუ რამდენ აბონენტს შეეხო და რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა განპირობებული  შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება; იგეგმება თუ არა კომპანიის მხრიდან საკომპენსაციო მექანიზმის ამოქმედება გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებასთან მიმართებით, კერძოდ, მომხმარებლებისათვის გაუფრთხილებლად ჩამოჭრილი მეგაბაიტების ღირებულების უკან დაბრუნებას.

საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მოითხოვა შპს „მაგთიკომისგან“  არგუმენტის წარმოდგენა,  ინდივიდუალური გზით მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების  მიზნით 10 დღიანი ვადის დაცვის ვადებულების შესრულებაზე.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა შპს „ვიონი საქართველოს“ საბილინგო სისტემის თაობაზე მიმართა

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „ვიონი საქართველოს“  კომპანიში მიმდინარე საბილინგო სისტემის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით მიმართა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა მაგთიკომს ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით მიმართა

2018 წლის 4 იანვარს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ ოფიციალური წერილით მიმართა შპს „მაგთიკომს“ მობილური მომსახურებების, მათ შორის,  მობილური ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

2017 წლის საჩივრების/ განცხადებების შეჯამება

2017 წლის 1 იავრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 283 საჩივარი /განცხადება. აქედან  169  მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 114 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება.

ზემოაღნიშნული 283 საჩივრი/განცხადებიდან 267 დაკმაყოფილდა, (247  სრულად დაკმაყოფილდა, 20 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 12 საჩივარი/განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 4 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.

2017 წლის IV კვარტლის საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა

2017 წლის 1 ოქტომბრიდან  29  დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 127 საჩივარი /განცხადება. აქედან  108  მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 19 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება.

ზემოაღნიშნული 127 საჩივრი/განცხადებიდან 120 დაკმაყოფილდა, (118 სრულად დაკმაყოფილდა, 2 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 1 საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო  6 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.