ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2018  წლის 30 მარტს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“   სამსახურის 2017 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2018 წლის I კვარტლის საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა

2018 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 119  საჩივარი /პრეტენზია. აქედან  82  მომხმარებელს გაეწია კონსულტაცია. ხოლო 37 არის წერილობითი საჩივარი

 

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გილოცავთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს 1983 წლის 15 მარტიდან (World Consumer Rights Day

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა მაგთიკომს კორპორატიული აბონენტებისათვის გაუქმებული მეგაბაიტების თაობაზე მიმართა

2018 წლის 2 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „მაგთიკომს“  წერილობით მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კომპანიის მხრიდან მიმდინარე წლის 1 მარტს კორპორატიული აბონენტების მიერ შეძენილი და დაგროვილი ინტერნეტ მეგაბაიტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი დამცველის კომპანიისადმი მიმართვიდან  დადგინდება თუ რამდენ აბონენტს შეეხო და რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა განპირობებული  შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება; იგეგმება თუ არა კომპანიის მხრიდან საკომპენსაციო მექანიზმის ამოქმედება გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებასთან მიმართებით, კერძოდ, მომხმარებლებისათვის გაუფრთხილებლად ჩამოჭრილი მეგაბაიტების ღირებულების უკან დაბრუნებას.

საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მოითხოვა შპს „მაგთიკომისგან“  არგუმენტის წარმოდგენა,  ინდივიდუალური გზით მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების  მიზნით 10 დღიანი ვადის დაცვის ვადებულების შესრულებაზე.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა შპს „ვიონი საქართველოს“ საბილინგო სისტემის თაობაზე მიმართა

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „ვიონი საქართველოს“  კომპანიში მიმდინარე საბილინგო სისტემის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით მიმართა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა მაგთიკომს ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით მიმართა

2018 წლის 4 იანვარს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ ოფიციალური წერილით მიმართა შპს „მაგთიკომს“ მობილური მომსახურებების, მათ შორის,  მობილური ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

2017 წლის საჩივრების/ განცხადებების შეჯამება

2017 წლის 1 იავრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 283 საჩივარი /განცხადება. აქედან  169  მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 114 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება.

ზემოაღნიშნული 283 საჩივრი/განცხადებიდან 267 დაკმაყოფილდა, (247  სრულად დაკმაყოფილდა, 20 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 12 საჩივარი/განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 4 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.

2017 წლის IV კვარტლის საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა

2017 წლის 1 ოქტომბრიდან  29  დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 127 საჩივარი /განცხადება. აქედან  108  მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 19 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება.

ზემოაღნიშნული 127 საჩივრი/განცხადებიდან 120 დაკმაყოფილდა, (118 სრულად დაკმაყოფილდა, 2 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 1 საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო  6 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის რეკომენდაცია „მედია რაითს ჯორჯიასა“და ქართულ სამაუწყებლო არხებს

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და ქართულ სამაუწყებლო არხებს მიმართა რეკომენდაციით, რათა მხედველობაში მიიღონ მომხმარებელთა/მაყურებელთა კანონიერი ინტერესები მომსახურების თავისუფლად არჩევის უფლებასთან დაკავშირებით და სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში გაითვალისწინონ  ქართული ტელეარხების დაყოფის შესაძლებლობა იმგვარად, რომ მომხმარებლებისთვის/მაყურებლებისთვის უზრუნველყონ მათთვის საინტერესო კონკრეტული სამაუწყებლო არხების შეთავაზება და სატელევიზიო გადაცემების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმდინარე                      წლის ნოემბრიდან ხშირად მიმართავდნენ მომხმარებლები და გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას საკაბელო ტელევიზიების მხრიდან სააბონენტო გადასახადის მოსალოდნელი გაზრდის თაობაზე, რაც ერთგვარად გამოიწვია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ საკაბელო ოპერატორებისათვის ქართული არხების სრული პაკეტით შეთავაზებამ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საკაბელო ოპერატორების გაერთიანების შპს ,,კტვ1“-ს მხრიდან ასევე ეცნობა სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მომხმარებელთა წრის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სააბონენტო გადასახადის გაზრდის გამო.

ზემოხსენებულ პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა როგორც შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, ასევე,  ქართულ სამაუწყებლო არხებს: “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”, “ჯი-დი-ეს”-ი“, მარაო” და “კომედი არხი”.

 

თამთა ტეფნაძე სტუმრად გადაცემა “360 გრადუსში”

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღო პალიტრანიუსის  გადაცემაში “360 გრადუსი”.

გადაცემის მთავარი თემა, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს შეიცავდა.

დამცველმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ინტერნეტიდან მავნე ზეგავლენას ახდენს  ბავშვებსა და მოზარდებზე და ხაზი გაუსვა პრობლემების გადაჭრის იმ აუცილებელ გზებს, რომლებიც  გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში ამ მიმართულებით.