საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა

18-19 აპრილს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ სტუმრის სტატუსით მონაწიელობა  მიიღო საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის საერთო კრებაში, სადაც საზოგადიებრუვმა დამცველმა პრეზენტაცია გააკეთა ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ოპერატორების ვალდებულებებისა დ აინტერნეტ მომხმარებლების უფლებების შესახებ. პრეზენტაციაზე ომბუდსმენმა  მთავარი აქცენტი გაკეთდა სააბონენტო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან, მომსახურების შეზღუდვასა და შეწყვეტის შესახებ აბონენტთა წინასწარი ინფორმირების მნიშვნელობაზე, გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საკონპენსაციო მექანიზმის ამოქმედების ვალდებულებებსა და სხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა არსებითად უზრუნველყოფს კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცულობასა და მათი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების  პრევენციას.

აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობას  იღებდნენ  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მერაბ ქათამაძე, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატი სხირტლაძე და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ზურაბ გუძუაძე.

ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს მათთვის პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა: ურთიერთჩართვის წერტილების სიმცირე, ბოჭკოვან-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება, ინფრასტრუქტურული რუკის აუცილებლობა, ლოკალური ინტერნეტი (ღირებულება, ტრანზიტის ღირებულება, შიდა სერვისებთან წვდომა) და  ასევე მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელ ღონისძიებები.