20170420_173744

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში სტუდენტებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე 20-21 აპრილს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივიპროექტის – „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“  – ფარგლებში სტუდენტებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

საზოგადოებრივმა დამცველმა  სტუდენტებს და ჟურნალისტებს გააცნო  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსი, მიზნები და ამოცანები; მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;  კომუნიკაციების ომბუდსმენის ერთ-ერთი პრეზენტაცია დაეთმო თემას –  ახალი მედია საქართველოში და მომხმარებელთა წვდომა ინფორმაციაზე; თამთა ტეფნაძემ  ასევე ისაუბრა ინტერნეტშიგამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენაზე. ომბუდსმენმა სტუდენტებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა იმ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში უნდა აისახოს.