ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის საჯარო ლექცია – “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის ინიციატივითა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, 2017 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებთან,  სადაც თამთა ტეფნაძე სტუდენტებთან წაიკითხავს  საჯარო ლექციას:   “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”.

შეხვედრების მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა  მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული  უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და  ვადები.

მიმდინარე წლის 26 აპრილს თამთა ტეფნაძე ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა.

ომბუდსმენმა უკვე გამართა შეხვედრები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებთან.

18056668_1888257821430787_5220624198593523693_n 18057949_1888257894764113_2947103144915245209_n 18119138_1888257654764137_1688785097101048039_n 18119187_1888257604764142_4306138731493700542_n 18119494_1888257751430794_1248021577498016363_n 18157432_1888257631430806_8450100070553865983_n 7491_1704513903138514_2743782731714674959_n 8798_1704513889805182_3158424792504109268_n 944020_1704513929805178_6587753628229283226_n 944884_1704513916471846_6090202726825331623_n 12832319_1704513876471850_2593784531090457890_n 17690341_10208452775026210_767282550_n 17690495_10208452775066211_1695461094_n 17690771_10208452775106212_827601134_n 17692468_10208452775346218_1118492620_o 17741422_10208452775146213_306524487_n ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4