18195144_1891246054465297_498855708331297913_n

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე

3 მაისს  მსოფლიო პრესის თავისუფლების  დღეს აღნიშნავს. 1993 წლის 21 დეკემბერს,  გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ამ დღის აღნიშვნით, შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე, ქ. ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო ” და სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ” ორგანიზებით განხორციელდა.

18300938_1891246044465298_7799646182881418161_n