ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის საჯარო ლექციები ქუთაისის სახელმწიფო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს,  თამთა ტეფნაძე  ქ. ქუთაისის ორი უმაღლესი სასწავლებლის:  ქუთაისის უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საჯარო ლექციამ  – “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”,  სტუდენტებში ფართო ინტერესი გამოიწვია. მათ ხაზი გაუსვეს  ფაქტს, რომ ტელეკომუნიკაციების დარგში საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ირღვევა მათი უფლებები და მათ დასაცავად  ესაჭიროებათ კომპეტენტური ორგანო და ადამიანები.

„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ –  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის თანახმად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი,  საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის სატუდენტებს  შეხვდება.