თამთა ტეფნაძის საჯარო ლექცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

20 ნოემბერს, თამთა ტეფნაძე გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

“ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”  საჯარო ლექციის თემაა, რომელსაც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა უნივერისტეტებში ატარებს.

შეხვედრების მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა  მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული  უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და  ვადები.

“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.