თამთა ტეფნაძის საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ტელეკომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერისტეტის სტუდენტებს შეხვდა.

“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.

შეხვედრების მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.