საზოგადოებრივი დამცველის შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ჩაატარა საჯარო ლექცია: “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”

საზოგადოებრივი დამცველისთვის, მიმდინარე წელს,  ეს რიგით მე-18 უნივერსიტეტი იყო.

საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის  ინფორმაციის მიწოდებას,  ტელეკომუნიკაციების მომხმარებლებისთვის, რა უფლებები აქვთ მათ და რა მექანიზმები არსებობს ამ უფლებების დასაცავად.

საჯარო ლექციების ჩატარება უნივერსიტეტებში,  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.