ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ 20 უმაღლეს სასწავლებელში საჯარო ლექციები გამართა

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ  მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ოც უნივერსიტეტში  გამართა საჯარო ლექციები თემაზე: ”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”.  დამსწრე აუდიტორიას  უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენდნენ.

აღნიშნული აქტივობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების, კერძოდ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, არსებულ  მომხმარებელთა უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებზე, ასევე საზოგადოებრივი დამცველის კანონმდებლობით მუნიჭებულ კომპეტენციაზე.

ომბუდსმენის საჯარო ლექციები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ომბუდსმენს დაგეგმილი აქვს მომდევნო წელსაც აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით. დამცველის სამსახური აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს ბოლო მომხმარებლებთან და კომპლექსური ნაბიჯების განხორციელებით ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას სატელეკომუნიკაციო დარგში.

ომბუდსმენმა ლექციები ჩაატარა:

        1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
        2. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
        3. ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი);
        4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
        5. ბათუმის საზღვაო აკადემია;
        6. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
        7. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
        8. ქუთაისის უნივერსიტეტი;
        9. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
        10. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
        11. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
        12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
        13. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
        14. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
        15. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
        16. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
        17. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
        18. კავკასიის უნივერსიტეტი;
        19. გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
        20. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.