თამთა ტეფნაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2017 წლის 27 ნოემბერს ტელეკომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სტუმრად იმყოფებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საზოგადებრივი დამცველი შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს და წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”.

ლექციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების, კერძოდ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, არსებულ მომხმარებელთა უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებზე, ასევე საზოგადოებრივი დამცველის კანონმდებლობით მუნიჭებულ კომპეტენციაზე.

ომბუდსმენის საჯარო ლექციები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ომბუდსმენისთვის რიგით მე-16 იყო.