თამთა ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში

2017 წლის 11 დეკემბერს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღო  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაში: “ბავშვები და მათი უსაფრთხოება ინტერნეტში“, სადაც განიხილეს გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის პრეზენტაცია: „მსოფლიო ბავშვთა მდგომარეობა: ბავშვები  ციფრულ სამყაროში“ .

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები,  თუ რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რომელიც ერთის მხრივ  მოზარდებს სთვაზობს უდიდეს შესაძლებლობეს, ხოლო, მეორეს მხრივ, ასევე შეიცავს გარკვეულ რისკებს.

დისკუსიაში, თამთა ტეფნაძესთან  ერთად, მონაწილეობა მიიღო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ,  კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, ირინა ვერძეულმა და ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ სულაბერიძემ.  მათ დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ამ საკითხებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სამუშაო პროცესზე.

შეხვედრის მთავარი მომხსენებელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი ბავშვების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში, გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მრჩეველი ჯონ კარი.