თამთა ტეფნაძე ბრიტანელ ექსპერტს, ჯონ კარის შეხვდა

13 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძისა და  ბრიტანელი ექსპერტის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტის ბავშვების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში, გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მრჩეველის, ჯონ კარის შეხვედრა შედგა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრი, მერაბ ქათამაძე, კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარიამ სულაბერიძე და ომბუდსმენის თანაშემწეები: ნათია ფანგანი და გიორგი ხუნდაძე.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა  უსაფრთხოება და მავნე ზეგავლენისგან  მათი დაცვის ეფექტიანი მექანიზმები.