საზოგადოებრივი დამცველი სტუმრად გადაცემა “საქმეში”

2015 წლის 21 აპრილს, 13.00 -საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე პალიტრა ტვ-ის გადაცემა „საქმის“ სტუმარია.

საზოგადოებრივი დამცველი ისაუბრებს 2014 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ, 2015 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, აგრეთვე, ინტერნეტის ფასსა და ხარისხზე. კომუნიკაციების ომბუდსმენი მაყურებელსა და მსმენელს ასევე მიაწვდის ინფორმაციას თუ რა უნდა ვიცოდეთ ციფრული მაუწყებლობის შესახებ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს პირდაპირ ეთერში ნომრებზე: 2 37 10 39; 2 38 10 39 და შეკითხვა დაუსვას საზოგადოებრივ დამცველს.