შეხვედრა ქ. ბათუმის მოსახლეობასთან

2015 წლის 10 ივნისს 14:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეხვედრას მართავს ქ. ბათუმის მოსახლეობასთან. შეხვედრის თემაა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და ციფრული მაუწყებლობის საკითხებზე.

დამცველის სამსახურიდან წარმოდგენილები იქნებიან კომუნიკაციების ომბუდსმენის თანაშემწეები: ალექსანდრე მშვილდაძე, გიორგი ხუნდაძე, ქეთევან გუნიავა და ნათია ფანგანი

შეხვედრა გაიმართება ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში . მისამართი: ნინოშვილის ქუჩა 35.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, პერმანენტულად ახორციელებს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. ამ აქტივობის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესსა და ვადებზე, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.