შეხვედრა ქ.სიღნაღის მოსახლეობასთან

2015 წლის 23ივნისს 13:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეხვედრას მართავს ქალაქ სიღნაღის მოსახლეობასთან.

შეხვედრას წარმართავენ კომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე და მისი თანაშემწეები: ალექსანდრე მშვილდაძე, გიორგი ხუნდაძე, ქეთევან გუნიავა, ნათია ფანგანი.

შეხვედრის თემაა:სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და ციფრული მაუწყებლობის საკითხებ.

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს  ადგილობრივი მაცხოვრებლები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა გაიმართებაქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში.

კომუნიკაციების ომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, პერმანენტულად ახორციელებს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანიასა ზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთ აუფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესსა და ვადებზე, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.