შეხვედრა ქ.ყვარლის მოსახლეობასთან

2015 წლის 24ივნისს 13:00 საათზე, საქართველო  სკომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეხვედრას მართავს ქალაქ ყვარლის მოსახლეობასთან.

შეხვედრას წარმართავენკომუნიკაციებისომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე და მისითანაშემწეები: ალექსანდრე მშვილდაძე, გიორგი ხუნდაძე, ქეთევან გუნიავა, ნათია ფანგანი.

შეხვედრის თემაა:სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთ აუფლებებისა და ციფრულიმაუწყებლობის საკითხებ.სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს  ადგილობრივი მაცხოვრებლები და დაინტერესებული პირები.

შეხვედრა გაიმართება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

კომუნიკაციების ომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, პერმანენტულად ახორციელებს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრები სმთავარიმი ზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრების/განცხადებები სგანხილვის წესსა და ვადებზე, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.