შეხვედრა ყაზბეგის მოსახლეობასთან

2015 წლის 12 აგვისტოს 13:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დაბა სტეფანწმინდის მოსახლეობასთან მართავს მორიგ რეგიონულ შეხვედრას- „ იცოდე შენი უფლებები!“. აღნიშნული აქტივობის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ციფრული მაუწყებლობის საკითხებზე და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე.

შეხვედრა გაიმართება ყაზბეგის მუნიცეპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში. მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალექსანდრე ყაზბეგის ქ №1

კომუნიკაციების ომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, პერმანენტულად ახორციელებს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. ამ აქტივობის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესსა და ვადებზე და სხვა.