საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში

სასტუმრო: „ჰოლიდეი ინნი“ (მის: ქ.თბილისი, 26 მაისის  ქ.№1)
01მარტი 2016 წელი
11:30 საათი
2016 წლის 1 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ წარადგენს სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშს. პრეზენტაციას დაესწრებიან  ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.
ინფორმაცია მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
1. 2015 წლის საქმიანობის ანგარიში;
2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
4. მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2016 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები;

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.