IMG_25072014_104503

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

სასტუმრო: „რუმსი – თბილისი“ (მის: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №14)

15 მარტი 2017  წელი

12:00 საათი

 

2017  წლის 15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სასტუმრო „რუმსი -თბილისი“ წარადგენს  სამსახურის 2016 წლის  საქმიანობის ანგარიშს. პრეზენტაციას დაესწრებიან ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრები, კომისიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.

ინფორმაცია მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:

  1. 2016 წლის საქმიანობის ანგარიში;
  2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
  3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
  4. მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები;

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.