საჩივრის ფორმა და შინაარსი

ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით?

მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის საჩივარი უნდა შეიტანოს :

  • პროვაიდერი კომპანიის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შექმნილი;
  • კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელსაც გააჩნია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
  • სასამართლოში.

შენიშვნა:  საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის!
პროვაიდერ კომპანიას უფლება არ აქვს საჩივრის გამო მომსახურება შეგიწყვიტოთ!

საჩივრის ფორმა და შინაარსი:

საჩივარი შეიძლება იყოს სატელეფონო, ელექრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით. მიზანშეწონილია საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სამსახურის დასახელება, რომელშიც მომჩივანს შეაქვს საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისის ფაქტობრივი მისამართი;
  • პროვაიდერი (მომსახურების მომწოდებელი) კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.

 

წერილობითი საჩივრის ფორმა